ღორჯომის თემში დაკარგულ ქალბატონს მეოთხე დღეა ეძებენ

Опубликовано: 16 Октябрь 2024
на канале: Ajara TV
228
0

ღორჯომის თემში დაკარგულ ქალბატონს მეოთხე დღეა ეძებენ. სოფელ ვანაძეებში 60 წლის ქალს სამძებრო სამუშაოებში მაშველები და კინოლოგები ჩაერთნენ. ახლობლებმა სამართალდამცველებს სამდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ მიმართეს.




თვითმხილველების თქმით, მარტოხელა ქალბატონი მოცვის დასაკრეფად ტყეში წავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. ადგილობრივების ერთერთი ვერსიით, მოხუცს, ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო, შესაძლოა, გზა აებნა.