ფილმი ივანე ჯავახიშვილის შესახებ.
კადრები ასახავს მეცნიერს მუშაობისას, მის გამოსვლას სამეცნიერო კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლას,
კადრებს არქეოლოგიური გათხრებიდან, მცხეთის სამაროვანის გათხრას; ქართულ საგანძურს - ანჩისხატის კარედს; ყინწვისის ტაძრიდან მთავარანგელოზის ფრესკას;
ასევე ასახულია მეცნიერის პანაშვიდები უნივერსიტეტის შენობაში; შეკრება უნივერსიტეტის ეზოში - კადრში კონსტანტინე გამსახურდია; მეცნიერის ძეგლის გახსნა; აკაკი შანიძე ხსნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის კაბინეტს; კადრში ოთარ ჯაფარიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი; უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის წევრები მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად; აკაკი შანიძე ივანე ჯავახიშვილის შესახებ;
რეჟისორები: გულბაათ აბელიშვილი, რევაზ ხუნწარია
1975 წელი