კევინ რიჩარდსონი -- "ადამიანი-ლომი"

Опубликовано: 04 Июль 2026
на канале: Free Georgia
27,784
57

წარმოიდგინეთ ჯუნგლების ბინადარი ყველაზე საშიში, არასტაბილური და ძლიერი მტაცებლები. რომლები შეიძლება იყოს ეს? ლომი, ავაზა, ლეოპარდი, ვეფხვი, აფთარი? ეს არსებები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანი რამდენიმე წამში დაგლიჯონ, კევინ რიჩარდსონისთვის უახლოესი მეგობრები და განუყრელი თანამგზავრები არიან.
ინგლისური წარმოშობის სამხრეთ აფრიკელი კევინი ცხოველებით ჯერ კიდევ პატარაობაში იყო დაინტერესებული. 3 წლის ასაკში საწოლის ქვეშ ჭრიჭინებს ზრდიდა და კვებავდა, ასევე ჰყავდა შინაური ცხოველი -- გომბეშო სახელად "პადაჯიე". ცხოველების მოყვარული ბიჭი წლების შემდეგ იქცა ადამიანად, რომელმაც უარი თქვა ფსიქოლოგის კარიერაზე და ველურ ბუნებას მიაშურა. კევინმა მოახერხა და გახდა ის იშვიათი პიროვნება, რომელმაც შეძლო მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება ადამიანებსა და მტაცებლებს შორის.