18 წლის ლაშა რუბაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული და 26 წლითა და 6 თვით მსჯავრდებული პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას სამ წელიწადში დატოვებს. ამნისტიის შედეგად ივანე გიგლემიანს სასჯელი 8 წლამდე შეუმცირდა. ამ ფაქტს გარდაცვლილის დედა აპროტესტებს და სამართალს ეძებს.