თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო ლექციას თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში.
საჯარო ლექციაზე განხილული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში. რა დატვირთვა და როლი აქვთ მათ და რატომ არის შეუძლებელი დღეს სახელმწიფოს არსებობა არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე.
მსჯელობა წარიმართა ასევე ბოლო პერიოდში ინიცირებულ კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ეხება და წარმოდგენილი იქნება ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტები.
საჯარო ლექციას უძღვებოდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.