ოთარ ჭილაძე -შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც

Опубликовано: 16 Июль 2026
на канале: zecxixo
65,297
541

ოთარ ჭილაძე კითხულობს თავის ლექსს:




შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.