ბუჩო - ძმათა ომი

Опубликовано: 16 Август 2026
на канале: SE7EN
1,194
17

Bucho - Brotherhood War
Produced By: Bucho

Lyrics:
რაც ხდება დღეს,
ეს არის ძმათა ომი
სისხლიანი გზაა ყოველივე ეს
არ არის სწორი

ეს ჩვენი ცხოვრება ხომ ხედავთ რას ჰგავს
გაიხედავ იქით, კაცი კაცს კლავს,
გაიხედავ აქეთ, ვიღაცა ღალატობს ძმაკაცს,
ოღონდ იშოვოს ფული და არიცის რა ქნას

რა არის ეს?! ჩემს თავს ვუსვამ კითხვას
და ეხლა მივხვდი ეს რას ნიშნავს,
მე მივხვდი რა არი ეს,
ეს არი ომი რომელიც ბევრს გვავნებს

ეს არი ბინძური სისხლიანი ომი,
ეს ომი კი, რათქმაუნდა, არ არი სწორი,
ეს არ არი მოგონილი და არ არის ჭორი,
დღესაც გრძელდება ომი ჩვენს ორს შორის

ეს არი დღევანდელი მწუხარე ცხოვრება,
ბევრს არ ანაღვლებს ამას რა მოჰყვება,
ასე თუ გაგრძელდა მაშინ ცუდი რამე მოხდება,
არ ვიცი ნამდვილად ეს ომი როდის მორჩება!

რაც ხდება დღეს, ბევრს არ აფიქრებს
ვაგრძელებ ცხოვრებას, ვადგამ ნაბიჯებს
მე იმედი მაქვს, ის დრო უკვე დგას,
გამოსწორდება რთული დრო, მე ამის მწამს (2X)

რას ვიზამთ, რომ დრო გვიდგას ძალიან რთული,
ბევრს არ ანაღვლებს, როგორ, ოღონდ იშოვონ ფული,
დაუმძიმდათ გული და ბევრმა გაიფუჭა სული,
დაკარგა ბევრმა რწმენა და სიყვარული,
დაკარგეს სიყვარული, რწმენა და ერთგულება
მე კი არ ვნებდები და ეს ცხოვრება მაინც არ შემძულდება,
მაგრამ ასეთი ცხოვრება მოიტანა გაჭირვებამ,
ყოველ სიტყვას და საქმეს უნდა დიდი დაფიქრება.
ბევრს უჭირს და ვერ შოულობენ საერთოდ ფულს,
დღე და ღამე შიათ და ვერ ჭამენ პურს,
ამდენი ტკივილი და სევდა მე მიმძიმებს გულს
იყოს ძმობა და მშვიდობა მე ასე მსურს.

რა ვქნათ რომ ასეთი დრო დაგვიდგა,
მორჩეს და დასრულდეს ომი აღარ გვინდა
შიმშილი, ცრემლი, შური და მტრობა
მე მწამს, მე მჯერა კარგი დრო მოვა

რაც ხდება დღეს, ბევრს არ აფიქრებს
ვაგრძელებ ცხოვრებას, ვადგამ ნაბიჯებს
მე იმედი მაქვს, ის დრო უკვე დგას,
გამოსწორდება რთული დრო, მე ამის მწამს (2X)

აქ უკვე აღარავინ, აღარავის აღარ ინდობს,
ოღონდ გაინაღდოს თავისი მარტო ამას ცდილობს,
ყველა თავის თავზე, თავისას ფიქრობს
რომ ვხოცავთ ერთმანეთს, არ მინდა ასე იყოს,
აბა დაფიქრდით ყველა ამას რა მოჰყვება,
ასე თუ გაგრძელდება ამას კარგი შედეგი არ მოჰყვება

ზუსტად ამ დროს, ამ გაჭირვების ჟამს,
ჩვენ ყველა ერთმანეთს უნდა ვუჭერდეთ მხარს,
ჩვენ კი პირიქით, ერთმანეთს ვჭამთ
ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთს ვკლავთ,
ეს კი რათქმაუნდა არ მოგვიტანს კარგს,
აი ამ თვალით ვუყურებ მე ამ ცხოვრებას

არ ვიცი რა გვემართება რა მოგვდის ჩვენ?!...

რაც ხდება დღეს, ბევრს არ აფიქრებს
ვაგრძელებ ცხოვრებას, ვადგამ ნაბიჯებს
მე იმედი მაქვს, ის დრო უკვე დგას,
გამოსწორდება რთული დრო, მე ამის მწამს (2X)

რაც ხდება დღეს, მწარე რეალობაა ეს და მეტი არაფერი
მე მინდა შეწყდეს ძმათა ომი…