Bei Mir Bist Du Schön (1st fragment) ❤

Опубликовано: 16 Сентябрь 2026
на канале: Soso Mikeladze - Laboratory
678
20

"Bei Mir Bist Du Schön" (ქართ. "ჩემთვის ლამაზი ხარ") - იდიშზე დაწერილი პოპულარული ებრაული სიმღერაა, რომელიც ცნობილ ებრაელ კომპოზიტორ შოლომ სეკუნდას ეკუთვნის. სიმღერის შექმნის შემდეგ კომპოზიტორი ამაოდ ცდილობდა ნაწარმოების პოპულარიზაციას ჰოლივუდში და საბოლოოდ საავტორო უფლებები ძმებ ქამენსებს მიჰყიდა სულ რაღაც 30 დოლარად, ისიც თანხის განაწილება ტექსტის ავტორთან მოუწია.
1937 წელს უკვე ინგლისურ ენაზე გამოსული იგივე სიმღერა (დები ენდრიუსები) არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ლამის მსოფლიო ჰიტი გახდა. ამბობენ, მხოლოდ კოპირაიტით მისმა მფლობელებმა 2 ათწლეულში რამდენიმე მილიონი დოლარი იშოვეს. ამ სიმღერას სხვადასხვა დროს ასრულებდნენ ელა ფიცჯერალდი, გაი ლომბარდო, ბენი გუდმანი ორკესტრთან ერთად, ლიონელ ჰემპტონი, ჯუდი გარლანდი, მერილინ მონრო, მაქს გრეგერი, ნინა ჰეიგენი, კვადრო ნუევო, დები ბარი, ლუი პრიმა და სხვა აღიარებული შემსრულებლები.
თავდაპირველად სიმღერა პოპულარული იყო ნაცისტურ გერმანიაშიც, სანამდე მისი ებრაული წარმოშობის ამბავი გასკდებოდა.
მოკლედ, მოისმინეთ, მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ, და იდღეგრძელეთ! ❤
#საქსოფონი #BeiMirBistDuSchön #sax #saxophone #საქართველო #shortsfeed #shorts #music #shortsvideo #short #shorts #shortvideo #music #სიყვარული #მიყვარხარ #miyvarxar #საქართველო #music #სოსომიქელაძე #sosomikeladze #love #hit #music #happy #საქსოფონი #ქავერი #jazzstandard #sax #jazz