https://mtisambebi.ge/ - „ვერ შემოგატანინებ. არ არის ეს სასტუმრო, რომ წამოწვე. ვერ დაგადგმევინებ ვერც კარავს და ვერც ვერაფერს პარლამენტის შენობის წინ. გაასაჩივრეთ, არის სხვადასხვა ინსტანციები“, - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებმა, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებს, პარლამენტის შენობის წინ არათუ კარვის დადგმის, არამედ თბილი ტანსაცმლისა და ძირსაგების შეტანის უფლებაც კი არ მისცეს, რომ ბეტონზე დაეფინათ და ღამე ისე გაეთენებინათ. 5 ადამიანს 11 დღეა პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობს. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.