Shalva Morelli & Natali Beneli - DUETI Satrpialo

Опубликовано: 31 Август 2026
на канале: GEORGIAN EVENTS
37,693
98

LIMOR & ISAK - SHABBAT HATAN
Video By : Vladimir Minkin
მულტიმილიონერის ქალიშვილის ქორწილი

(Original : Mariam Elieshvili da Shalva Morelli)
შენი თვალები დამყვება ყველგან,
მომნატრებიხარ პატარა ქალო.
როგორ მიყვარხარ - მინდოდა მეთქვა,
მთაში გაზრდილი ვის შეგადარო.

დიდხანს გატარე გულში მალულად,
ქარს გავატანე ჩემი სიტყვები.
სიყვარულად რომ შემოპარულხარ,
თუ წარბს შამიკრავ - გაგიფრინდები.

შახსენ კარები, რომ სიყვარულის
ცეცხლით გავათბო შენი ფერია.
მინდა იცოდე - სხვა ყველაფერი,
ამ სიყვარულთან არაფერია.

შენს სიყვარულს და შენს თვალებს ვფიცავ,
დამყვება შენი სურნელის გემო.
მე შენი ლაღი ღიმილი მიყვარს,
არ აგერიო სხვა ვაჟში, ჩემო.

წყაროსთან მოვალ, რომ მოგკრა თვალი,
სხვისი ალერსი არ მიძებნია.
უნდა შეგასვა პეშვიდან წყალი,
ფიქრშიც შენს სახლთან დამძინებია.

შახსენ კარები, რომ სიყვარულის
ცეცხლით გავათბო შენი ფერია.
მინდა იცოდე - სხვა ყველაფერი,
ამ სიყვარულთან არაფერია.

მარიამ ელიეშვილი და შალვა მორელი
ტექსტი: ნანა ცინცაძე
მუსიკა: ნონა მულაძე
არანჟირება და ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია
ბალანსირება და მასტერინგი: გიორგი დათიაშვილი