"ღირსების სასამართლო"

Опубликовано: 17 Июль 2026
на канале: ქართული სამართალი Georgian Law
20,725
122

1989 წელს ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე თანამოაზრეებთან ერთად მიდიან შეხვედრაზე დაპირისპირებულ მხარესთან. ზვიად გამსახურდია ითხოვს საბუთს, რომელიც დაამტკიცებს მის დანაშაულს, თითქოს მან ემიგრანტ ზაქარია ლაშქარაშვილს, ბრალი დასდო საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობაში. ზურაბ ჭავჭავაძის მიერ მოტანილი მასალა და მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი მტკიცებულება დამსწრეთათვის. გამსახურდია მოწინააღმდეგეს სუკ-ის აგენტს უწოდებს, გიორგი ჭანტურია კი ზურაბ ჭავჭავაძეს შუბლის გახვრეტით ემუქრება. საკუთარ აზრს გამოთქვამენ არაფორმალური მოსამართლეები - ჯაბა იოსელიანი, ნოდარ წულეისკირი და აკაკი ბაქრაძე, მაგრამ მათ მოწოდებებს შერიგებისკენ თითქმის არავინ უსმენს. 9 აპრილამდე რამდენიმე თვით ადრე, დაძაბული ურთიერთობის გარჩევა ეროვნული მოძრაობის ერთერთი წევრის, კოკა გაწერელიას სახლში მიმდინარეობს.

ოპერატორი: გოგა ხაინდრავა