,,კენარი“ 15 წელია რაც დაარსდა და ქართულ ოპტიკურ ბაზარზე ერთ–ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. ის ასოცირდება მაღალ ხარისხთან, კარგ სერვისთან და დახვეწილ გემოვნებასთან. არის 40–ზე მეტი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი. კომპანია ეფექტურად ამკვიდრებს მსოფლიო ოპტიკური სივრცის ნოვაციებს.
კენარი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ოპტიკურ კომპანიებთან, როგორიცაა სათვალის ლინზების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი ,,Essilor”-ი, კონტაქტური ლინზების მწარმოებელი კომპანია „ALCON’’–ი, სათვალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ,,Silhouette” და იტალიური კომპანია ,,Safilo”.
ამჟამად, კენარის ქსელი 11 ოპტიკურ სალონს მოიცავს. ქსელის ყველა ფილიალი ორიენტირებულია მომხმარებელზე და ხასიათდება სრულყოფილი მომსახურებით.
კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა, მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მუდმივად განახლებული კოლექციების სახით მრავალფეროვანი და საინტერესო არჩევანის შეთავაზება.
რას გთავაზობთ კენარი ❓
🕶 მზის სათვალეებისა და ოპტიკური ჩარჩოების უახლესი კოლექციები;
🕶 კონტაქტური და სათვალის ლინზების ფართო არჩევანი;
🕶 ექიმი–ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მხედველობის დიაგნოსტიკა თანამედროვე აპარატურით;
🕶 მომხმარებელზე მორგებული, ნებისმიერი სირთულის სათვალის დამზადება მაღალი ხარისხის წარმოების ,,Essilor’’-ის ლინზებით;
კენარი არის : სილამაზე, ჯანმრთელობა, მოდა, ხარისხი.
🌐🛒 ონლაინ მაღაზია: www.kenarishop.ge
#ოპტიკაყველასთვის
#კენარიშენთვის
#აჩუქეკენარი