მამაო ჩვენო - სამთავროს დედათა მონასტერი
**ლოცვა**
მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ--ვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ,,შეუნდე -- არ იციან, ღმერთო, რას იქმან!''
ილია ჭავჭავაძე
17/07/1858/
ტიარლევო