გაზაფხულმა გამახსენა შენი თავი
სურნელება ქარმა ჩემკენ გადმოაგდო,
გავიღვიძე და ჭიკჭიკით მომესალმე
შენზე ფიქრში გავათენე იმ საღამოს.
გული თითქოს ტორტმანებით ზარებს ჰგავდა
ყოველ წამში სხვა რიტმზე რომ ბაგუნობდა,
სისხლიც დუღდა ძარღვებში და კვლავ ფეთქავდა
ეს თვალები შენ სიყვარულს რომ იგრძნობდა. სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი ისე წახველ
თან წაიღე გაზაფხულის სილამაზე,
მომენატრა შენი სახე როგორც მთვარე
სიყვარულით რომ დაჰყურებს არემარეს.
როგორც მიდი მდინარე და სახეს იცვლის
მზის სხივები ელოდება კვლავ შენ ღიმილს
ფიქრში ღამე მითენდება შენზე ფიქრში
და ეს გრძნობა ემსგავსება დამწვარ ფითილს.