მიხეილ სააკაშვილს ანაკლიაში 'დაიცავი საქართველოსა" და „ქალები მშვიდობისათვის" წევრები აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. „დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია პრეზიდენტს სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში ეპატიჟებოდა. მიქაია და მისი მომხრეები პრეზიდენტთან პოლიციამ არ მიუშვა. აქციის მონაწილეებზე კომენტირებისას კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამეგრელოში შევარნაძის ეპოქა დაბრუნდა.