საახალწლო გულსართიანი ქათამი

Опубликовано: 27 Август 2026
на канале: Taste Corporation
12,492
231

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და როგორც ყველა, ჩვენც ვფიქრობთ რითი გავახალისოთ ტრადიციული სუფრა. ინდაურის შემდეგ, ქათმის დროც მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რეცეპტი იქნება ბევრად მარტივი და ნაკლებად შრომატევადი.

ქათმის გულსართის ფუნქციას ამჯერად ბრინჯი შეასრულებს. აქ რამდენიმე დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც დაორთქლილ ბრინჯს ვამზადებთ პროპორცია არის 1:1,6-თან. ამასთან, კარგი იქნება თუ ბრინჯს მოვბრაწავთ ზეთთან ერთად და მდუღარე ბულიონში ან წყალში გავაგრძელებთ ხარშვას.

სოუსის ბაზად გამოვიყენებთ წითელი ხახვს, როზმარინის ღეროს, კარაქს, ბულიონს, ბაჰარს, ნიორს, ლუდს და რაც მთავარია ქათმის ნამწვს, რომელსაც სოუსი ცხობის შემდეგ შეიძენს

მადლობა მეგობრებს
ევროპროდუქტი • Europroduct
ნობილია • Nobilia