"დაჭრილი" მუსიკალური დემო ჩემი ახალი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, სახელწოდებით "ქსპერიმენტი Keys". მუსიკის ავტორი - ჩემი ძველი მეგობარია - უკრაინელი მუსიკოსი Pag (Sergei Gorbovich). მისი უნიკალური კოსმოსურ-რობოტისეული მუსიკა ჩემთვის ყოველთვის განსხვავებული იყო.
ფილმის იდეა ცნობილი ამერიკელი მწერლის დენიელ ქიზის "ყვავილები ელჯერნონისთვის" წიგნითაა ინსპირირებული, რაც ასახულია სახელწოდებაში.
ფილმის ლოგლაინი ასეთია:
განვითარების შეფერხების მქონე (35 წლის) ლევანი ოცნებობს “დაჭკვიანდეს”, რათა “დე-და ია-მა-ყოს” და სიმარტოვე დაძლიოს. ლევანი ლაბორატორიაში დამლაგებლად მუშაობს, სადაც მას ახალი პრეპარატის მეშვეობით სათანადო შანსი ეძლევა. ექსპერიმენტი არაერთგვაროვანი აღმოჩნდება...
მეტი ინფო აქ:
/ xperimentkeys