Grigol Abashidze - ამ სოფლის წესი...

Опубликовано: 24 Август 2026
на канале: jorji jorjiani
675
7

გრიგოლ აბაშიძე – ამ სოფლის წესი...

ამ სოფლის წესი ეს იყო, ალბათ,
ვინც ამაშენა, მანვე დამშალა!
მიტომ მასმევდა წვეთ - წვეთად შარბათს
რომ ბოლოს მესვა მხოლოდ სამსალა.

და ეს მავიწყებს ყველა სატკივარს,
გულს ჩამრჩა დარდის ერთი ნესტარი,
მეც სამარეში ისე ჩავდივარ,
სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!..