Inesa Merabishvili - Galaktions

Опубликовано: 17 Август 2026
на канале: jorji jorjiani
495
7

გალაკტიონს

ფრთები გაშალე, გალა, გაშალე!
ქროლვით მუზებიც აღარ დაინდო,
ვის დასტირიან, რაღას მოსთქვამენ
შენ აქ იყავ და არვინ დაგინდო.

ცეცხლის მზით მარად გაცისკროვნდები,
შვიდგზის შვიდფერად რომ კვლავ აინთო,
ლურჯა ცხენების შავი ფლოქვებით
ეშმა გათელე და არ დაინდო!

გადმოაღვენთე მადლი ცისკრისას,
დედა-ღვთისმშობელს ლექსი უკმიე,
უეკლო ვარდი, როგორც თილისმა,
სილაჟვარდეში მკერდზე უბნიე.

როგორ ევნე და როგორ ეწამე,
ჯვარს ეცვი! მაგრამ შველა არ იყო…
დანავარდობდა ქარი ლერწამზე,
ვინ განუგეშა… მერი სად იყო?!

ან “მესაფლავეს” რისთვის სტიროდი,
მთაწმინდის მზე თუ ჩასისხლულიყო,
ან წრფელი გულით რისთვის მისნობდი,
თუ შენი ქნარი, ვისთვის რა იყო.

გაშალე ფრთები, გალა, გაშალე!
მგზნებარე ქროლვით რომ ცა გაიპოს,
ანგელოზები გამოაფხიზლე!
რომ საქართველო ისევ დაინდონ.

ინესა მერაბიშვილი