მამუკა ჯავახიშვილი 2008 წელს ცხინვალში იბრძოდა. მაგრამ ამ ომში, ნაღმებსა და ტყვიებს გადაურჩა. მისი ჯანმრთელობის დაზიანება საერთაშორისო სამშვიდობო მისიას უკავშირდება. იგი 2010 წელს ავღანეთში სამხედრო თარჯიმნად იმყოფებოდა. ბაზაზე ყოფნისას, მის კარავს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი დაეცა, და მამუკამ ორივე თვალი დაკარგა.
„ძალიან დიდი ტერიტორია იყო ბაზის, მაგრამ მაინცდამაინც ჩემს ოთახში ჩამოვარდა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი. როგორც მისი მონაცემებიდან გამომდინარეა, ტანკს აჩერებს და მე ინტერვიუს გაძლევთ“, - იცინის...