„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წინანდლის მამულში, ამ თოვლიან დღეს, საახალწლო მიღებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს უმასპინძლა. ეს ტრადიცია 2020 წელს ჩამოყალიბდა ფონდის მიერ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, ღონისძიება ვერ ტარდებოდა. წელს კი ფონდმა წინანდალში კვლავ შეკრიბა დაჭერილი მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები.