13 ნოემბერს ახალციხის ციხის, ამფითეატრის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის, 104-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ საზეიმოდ დადო ფიცი.
"სამცხე-ჯავახეთისთვის ემოციური დღეა, რადგან პირველი სარეზერვო ქვედანაყოფი შეიკრიბა რეგიონში "- განაცხადა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების, თავდაცვის ძალების და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეზერვისტთა სრული შემადგენლობა და ღონისძიების დამსწრე საზოგადოება მამა იოანემ დალოცა.