მამაჩემს ქართველი მეგობრები ჰყავდა და მათ პატივსაცემად დაგვარქვა ქართული სახელები - კიროვაკანელები

Опубликовано: 01 Ноябрь 2024
на канале: მეცხრე არხი ახალციხე
1,824
9

ახალქალაქიდან კუმურდოსკენ მიმავალ გზაზე პატარა სოფელი კიროვაკანი შეგხვდებათ, სადაც ძირითადად წალკელი მოსახლეობა ცხოვრობს. მათი ჯავახეთში გადმოსახლება ,,ხრამჰესის“ მშენებლობას უკავშირდება. სოფლის სახელი საბჭოურია, თუმცა ამ დრომდე უცვლელი. ადგილობრივების თქმით, როგორც ,,ახალციხეში, ,,ბოგდანოვკასა“ და ახალქალაქში, ისე მათ სოფელშიც დიდი მიგრაციაა, ,,რაც კიროვაკანში ხალხი ცხოვრობს, ამდენივე თითქმის რუსეთშია წასული“.

სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან, ახალგაზრდები სილას ცემენტში ურევენ. მშენებლობისთვის რა როგორ უნდა გაკეთდეს, მითითებებს არუთიკ სიმონიანი იძლევა. მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან 30 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

არუთიკი იხსენებს, რომ ხერსონის ოლქში მდებარე უკრაინის პატარა ქალაქში ბევრი ქართველი და სომეხი ერთად ცხოვრობდა. მშობლიურ სოფელში დაბრუნება რამდენიმე წლის წინ ოჯახის გამო მოუწია. ოჯახის რჩენას და თავის გატანას ძირითადად სოფლის მეურნეობით ცდილობს, ხანდახან სამშენებლო საქმეც გამოჩნდება, რაც მისთვის დამატებითი შემოსავალია. ომის გამო ბევრ ქვეყანაში გართულებული მდგომარეობა ადარდებს, მით უმეტეს საქართველოში, სადაც ყველაფერი ძვირდება, გლეხის პროდუქციას კი ფასი არ ემატება.