მესხური ქადის მასტერკლასი 77 წლის მაყვალა ბებოსგან

Опубликовано: 03 Ноябрь 2024
на канале: მეცხრე არხი ახალციხე
1,215
16

ვალეობის ტრადიციულ დღესასწაულზე ადგილობრივები მესხური კერძების მასტერკლასს ატარებენ. მესხურ ქადას ვალელი 77 წლის მაყვალა ჯანაშვილიც წინაპრების გადმოცემული რეცეპტის ამზადებს.


ქადა სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათია. ის რეგიონში, ყველა ოჯახში განსხვავებული რეცეპტით ცხვება. ზოგს "გულიანი" უყვარს, ზოგი კი "უგულო" ქადას ანიჭებს უპირატესობას.


ქადის მომზადებას მაგარი ცომი სჭირდება. ამოგუნდვის შემდეგ, ცომს ცოტა ხნით დასვენება სჭირდება. ამის შემდეგ იწყება ყველაზე რთული, გაშლის პროცესი. ცომს თხლად გააბრტყელებენ, გამდნარ ერბოს მოასხამენ და გადაკეცავენ. შემდეგ კვლავ აბრტყელებენ. ასე გრძელდება მანამ, სანამ ცომი ბევრ ფენას არ გაიკეთებს. ქადას ხელით ჩიტის ბუდის ფორმას აძლევენ, უმატებენ მოშუშული ფქვილის და მარილის შიგთავს, ე.წ. "გულს" და აცხობენ მესხურ ტრადიციულ, ქვის ფურნეში.